Header background image Second header background image Background image

Priceless Global Privacy Notice

ძალაში შესვლის თარიღი: 23/02/2024 

 

Mastercard International Inc., Mastercard Europe SA და მათი შვილობილი კომპანიები და სხვა სუბიექტები Mastercard-ის კომპანიების ჯგუფში (ერთობლივად, „Mastercard“, „ჩვენ“, „ჩვენ“ ან „ჩვენი“) პატივს სცემენ თქვენს კონფიდენციალურობას.
წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინება გამოიყენება ჩვენი კონფიდენციალურობის პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება Priceless™-ის კონტექსტში შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს. წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინება არ მოიცავს Mastercard-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვებას და გამოყენებას სხვა პროგრამების კონტექსტში, მესამე პირების მიერ Mastercard-ის ბრენდირებულ სხვა ვებგვერდებზე, თქვენი Mastercard ბარათის გამომშვების (მაგ. თქვენი ბანკის) მიერ, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციას ან კომუნიკაციას, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს Mastercard-ზე და არ უკავშირდებოდეს Priceless"™-ს. 

 

წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინება აღწერს Priceless™-თან დაკავშირებით შეგროვებული პერსონალური მონაცემების სხვადასხვა სახეს, ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების მიზნებს, სხვა მხარეებს, რომლებთანაც შეგვიძლია პერსონალური მონაცემების გაზიარება და ზომებს, რომლებსაც ვიღებთ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დასაცავად. იგი ასევე გაწვდით ინფორმაციას თქვენს უფლებებსა და არჩევნაზე თქვენ პერსონალურ მონაცემებისა და იმის თაობაზე, თუ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის განსაახლებლად ან ჩვენი კონფიდენციალურობის პრაქტიკის შესახებ კითხვებზე პასუხის მისაღებად. 

 

priceless™-ის გებგვერდზე თქვენი ვიზიტი და მონაწილეობა პროგრამაში ექვემდებარება წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინებას და ჩვენი სარგებლობის პირობებს.  ბავშვებს და არასრულწლოვანებს (18 წლამდე) არ შეუძლიათ ისარგებლონ priceless™-ით.  დამატებითი ზოგადი ინფორმაციისთვის Mastercard-ის კონფიდენციალურობის პრაქტიკის შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ Mastercard-ის გლობალურ კონფიდენციალურობის შეტყობინებას https://www.mastercard.co.uk/en-gb/about-mastercard/what-we-do/privacy.html



ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ შემდეგი პერსონალური მონაცემები: 

  • სარეგისტრაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია. 
  • თქვენი საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი (16-ნიშნა გადახდის ბარათის ნომერი). 
  • ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია თქვენს მიერ priceless™-ით სარგებლობასთან, შეგროვებული ქუქიების და სხვა მსგავსი ტექნოლოგიების საშუალებით. 

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები: 

  • თქვენთან კომუნიკაციისთვის. 
  • priceless™-ის მოსაწოდებლად, გასაუმჯობესებლად და განსავითარებლად.
  • უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად. 
  • მარკეტინგული მასალების მოსაწოდებლად. 
  • თქვენზე მორგებული კონტენტის შემოსათავაზებლად. 
  • მონაცემთა ანალიზისთვის. 
  • ჩვენი გამოყენების პირობებისა და სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად. 

ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები: 

  • Mastercard-ის სათაო ოფისს აშშ-ში, ჩვენს ფილიალებსა და Mastercard-ის კომპანიების ჯგუფში შემავალ სხვა ორგანიზაციებს. 
  • ჩვენს სერვის პროვაიდერებს, რომლებიც მოქმედებენ ჩვენი სახელით. 
  • საგადახდო ეკოსისტემის სხვა მონაწილეებს, მათ შორის საგადახდო ბარათების გამცემს, შემძენებს და სავაჭრო ობიექტებს. 
  • მესამე პირებს თაღლითობის მონიტორინგისა და პრევენციის მიზნით, ან სხვა კანონიერი მიზნებისთვის. 

 

ჩვენი ბიზნესის ან აქტივების გაყიდვის ან გადაცემის შემთხვევაში. 


თქვენი ქვეყნიდან გამომდინარე, თქვენ შეიძლება გქონდეთ უფლება ან შესაძლებლობა:

  • უარი თქვათ მარკეტინგული კომუნიკაციების მიღებაზე. 
  • გააკეთოთ გარკვეული არჩევანი ქუქიების გამოყენებასთან დაკავშირებით. 
  • უარი თქვით ან შეზღუდეთ თქვენი ბრაუზერში ქცევის გამოყენებაზე ონლაინ ქცევაზე დაფუძნებული სარეკლამო მიზნებისთვის .
  • გქონდეთ წვდომა თქვენ პერსონალურ მონაცემებზე, გაასწოროთ, შეზღუდეთ ან უარი თქვათ მათ დამუშავებაზე, ან მოითხოვეთ მათი წაშლა. 
  • მიიღოთ პერსონალური მონაცემები, რომლებიც მოგვაწოდეთ სხვა კომპანიაში გადასაცემად. 
  • გამოიხმოთ ნებისმიერი თანხმობა. 
  • საჭიროების შემთხვევაში, შეიტანოთ საჩივარი შესაბამის ზედამხედველობის ორგანოში. 

 

თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი უფლებები კანონით ნებადართულ ფარგლებში, როგორც ეს აღწერილია განყოფილებაში „თქვენი უფლებები და არჩევანი“, დაწკაპუნებით „შეიტყვეთ მეტი“. 


ჩვენ ვინარჩუნებთ უსაფრთხოების შესაბამის გარანტიებს თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად და ვინახავთ მათ მხოლოდ შეზღუდული დროის განმავლობაში.


ჩვენ შეიძლება გადავცეთ თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის შეერთებულ შტატებში, ჩვენი სავალდებულო კორპორატიული წესებისა და მონაცემთა გადაცემის სხვა მექანიზმების შესაბამისად.


თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გარკვეული ფუნქციების გამოყენება, რისთვისაც ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვა კომპანიებთან, რომლებიც Mastercard-ისგან დამოუკიდებლად ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. 


წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინება შეიძლება პერიოდულად განახლდეს ჩვენს კონფიდენციალურობის პრაქტიკაში განხორციელებული ცვლილებების ასახვის მიზნით.


შეგიძლიათ მოგვწეროთ ელფოსტაზე privacyanddataprotection@mastercard.com. თუ თქვენი ადგილსამყოფელია EEA-ში ან შვეიცარიაში, შეგიძლიათ გაგზავნოთ თქვენი თხოვნა თქვენ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებების განხორციელების თაობაზე  Mastercard-ის "My Data Center" პორტალზე. 

 

Mastercard International Inc. არის პირი, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური დამუშავებაზე დამუშავებაზე; თუმცა, თუ თქვენი ადგილსამყოფელი არის EEA-ში ან შვეიცარიაში, Mastercard Europe SA არის სუბიექტი, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. 

 

თუ თქვენი ადგილსამყოფელია EEA-ს ან შვეიცარიის ფარგლებს გარეთ და გაქვთ რაიმე შეკითხვა, კომენტარი ან პრეტენზია კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეტყობინებასთან ან ჩვენს კონფიდენციალურობის პრაქტიკასთან დაკავშირებით, ან თუ გსურთ თქვენი უფლებებისა და არჩევანის გამოყენება, გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე 
privacyanddataprotection@mastercard.com, ან მოგვწერეთ: 

 

Global Privacy Officer 
Mastercard International Incorporated 
2000 Purchase Street Purchase
New York 10577 
USA

 

მონაცემთა ცენტრის“ პორტალი 2018 წლის 25 მაისის მდგომარეობით, ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: privacyanddataprotection@mastercard.com; ან მოგვწერეთ: 
Data Protection Officer
Mastercard Europe SA 
Chaussée de Tervuren 198A 
B-1410 Waterloo 
Belgium